top of page
All Videos

All Videos

პროექტი

ქართული  მედია ცენტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში  „თვისტომიმედია „

 

ასოციაცია „თვისტომი“ 10 წლის წინ ჩამოყალიბდა ნიუ იორკში. ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი ამერიკაში მცხოვრები ქართველების ერთმანეთთან დაკავშირება, მათი კოორდინირება და გაერთიანებაა.

ასოციაცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ის ემიგრანტებს სთავაზობს საკანონმდებლო და სამედიცინო სფეროში კონსულტაციებს. „თვისტომის“ თაოსნობით, ნიუ იორკელი და მეგაპოლისის ახლოს მცხოვრები ქართველები, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სახის პოლიტიკურ აქციებში, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. ეწყობა შეხვედრები ქართველ პოლიტიკოსებთან, სადაც ისინი ამომრჩეველთა კითხვებს პასუხობენ.

ასოციაცია ორგანიზებას უწევს ქართველთა წარმომადგენლობით მონაწილეობას დღესასწაულებში, ფესტივალებში, თუ მსვლელობებში. მათ შორის  განსაკუთრებულ ყურადღებას ნიუ იორკში გამართული ეროვნებათა აღლუმი იქცევს. მხოლოდ ნიუ იორკისთვის დამახასიათებელი უნიკალური მრავალფეროვნებით გამორჩეული, სხვადასხვა ეროვნებათა მასობრივი მსვლელობა მეგაპოლისში ყოველწლიურად ეწყობა და როგორც წესი, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა.

სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, ასოციაცია ეწევა ემიგრანტთა ჰუმანიტარულ დახმარებას. ეს პროგრამები იმ ადამიანებზეა გათვლილი, რომელთაც ჯანმრთელობის  დაზღვევა არ გააჩნიათ.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს ამერიკაში მცხოვრები ქართველების როდენობის ზრდას და მათ ინტეგრაციას ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, დადგა ქართულენოვანი მედია - ჰოლდინგის (”თვისტომი მედია”) შექმნის აუცილებლობა. რაც მოიცავს ქართული ონლაინ რადიოს, ონლაინ ტელევიზიის, ქართულენოვანი ჟურნალის და გაზეთის და სოციალური ქსელის შექმნას.

დღეს საქართველოდან ამერიკაში ჩამოსულთა რაოდენობა ჩვენი ვარაუდით,  შეადგენს დაახლოებით 250000 ადამიანს, აქედან უმეტესობა ნიუიორკის ,კონეტქიკუტისა და ნიუ ჯერსის შტატებშია განსახლებული. რადიო „თვისტომი“ არის აშშ-ში მცხოვრები ქართულენოვანი მოქალაქეებისთვის შექმნილი ინტერნეტ რადიო. იგი შეიცავს როგორც საინფორმაციო, ასევე  მრავალფეროვან გასართობ და შემეცნებითი ხასიათის გადაცემებს.

რადიოს მიზანია ამერიკის ქართულენოვანი მოქალაქეების სრულად ინფორმირება პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ საქართველოში და აშშ-ში. ასევე საქართველოს მოქალაქეების უცრო მეტად ინტეგრირება ამერიკის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

რადიოს პროგრამები გათვლილია როგორც უფროსი თაობის მსმენელზე, რომელსაც ახასიათებს მათი ასაკისათვის დამახასიათებელი ტიპიური ნოსტალგია. ასევე იმ საშუალო ასაკის და ახალგაზრდა ქართველებზე, ვინც კარგად ადაპტირდა ამერიკულ ცხოვრებაში და უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებებს კარიერაში.

რადიოს პროგრამული მრავალფეროვნება განაპირობებს მომავალში მის პოპულარობას ამერიკის ქართულენოვან მოსახლეობაში. და ქართული ემიგრანტული მედია სივრცის შექმნას და ჩამოყალიბებას რაც დღემდე არ არსებობს .

რადიოს ეთერის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს ამ გადაცემების ონლაინ ტრანსლაცია სოციალური ქსელით, რაც უფრო მეტად ინტერაქტიულს გახდის ამ გადაცემებს.

bottom of page